„დამირეკეს წყნეთიდან… შენიშნეს ეკლესიასთან ახლოს… ძალიან ჰგავს აღწერილობით… კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის… კვალი იკარგება“ – რა ახალ დეტალებზე ჰყვება დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე

„დამირეკეს წყნეთიდან… შენიშნეს ეკლესიასთან ახლოს… ძალიან ჰგავს აღწერილობით… კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის… კვალი იკარგება“ – რა ახალ დეტალებზე ჰყვება დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე
„დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან, ამბობს რომ დაინახა ადამიანი ეკლესიასთან ახლოს, „სანამენტეთან“, ძალიან ჰგავს აღწერილობა. ვინმე ხომ არ ხართ წყნეთში?“ – ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე ავრცელებს.
„კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის, შემდეგ კი 2 საათით დენი გაითიშა და კვალი იკარგება. ახლა ჩვენი ახლობლები საბაგიროსთან შეიკრიბნენ და კუს ტბის მიმდებარედ ეძებენ“ – ამბობს ირმა მალაციძე „პალიტრა ვიდეოსთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ 31 მარტი გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად – თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას

ვახტანგ ხმალაძე – კანონის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც გამოიწვევს სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ ამ წევრს უგრძელდება ვადა, ვიდრემ მისი შემცვლელი არ აირჩევა