“დამდგარხარ ოდესმე ხატის წინ და გითქვამს უფლისათვის, რომ გიყვარს? . . . გიყვარს და არაფერს ითხოვ მისგან, რამეთუ მან იცის შენი მისაგებელი…?”

ხშირად უკითხავთ ჩემთვის..
– მამაო, რატომ არ ვარ ბედნიერი ?
მე კი ვეკითხები:
– რას აკეთებ იმისათვის, რომ ბედნიერი იყო ?
იცით რა არის პასუხი?
ყველაფერი…გარდა იმისა, რასაც ბედნიერება მოაქვს…
– შვილები მყავს, კარგი სამსახური მაქვს, არ ვიტყუები, ცუდი არაფერი გამიკეთებია, ყველას ვეხმარები, წირვაზე დავდივარ და ა.შ.
ვაწყვეტინებ და კვლავ ვეკითხები :
– რას ევედრები უფალს?
პასუხად კი, ისევ იგივეს ვიღებ… კარგად ვიყო, ჩემს ირგვლივ ყველა კარგად იყოს და ა.შ.
კვლავ ვუსვამ შეკითხვას:
– რას გულისხმობ კარგად ყოფნაში?
– აი, არ გვიჭირდეს, ჯანმრთელები ვიყოთ და ისევ საკაცობრიო ჩამონათვალი …
ხედავ ჩემო კარგო, ამდენი კითხვისა და პასუხის დროს არცერთხელ გიხსენებია ღმერთი ? . . .
დამდგარხარ ოდესმე ხატის წინ და გითქვამს უფლისათვის, რომ გიყვარს? . . . გიყვარს და არაფერს ითხოვ მისგან, რამეთუ მან იცის შენი მისაგებელი…?
მადლობა გითქვამს უფლისათვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ იმით რაც გაქვს?
ღმერთთან ურთიერთობა – გასტრონომთან ურთიერთობა არ არის, მხოლოდ საჭიროებისათვის, რომ მივმართავდეთ მას…
თუ მადლობელი არ ხარ იმით რაც გაქვს, თუ ერთხელაც არ გითქვამს უფლისათვის – რომ გიყვარს ? თუ სიყვარული და მადლიერება არ არის შენს გულში შემოქმედისა, ვისგანაც გებოძა უნარი ბედნიერებისა, მაშინ როგორღა იქნები ბედნიერი?
სრული ბედნიერება სიყვარულშია და ჭეშმარიტი სიყვარული კი – თავად სიყვარულის პირველ წყაროსთან ურთიერთობით იშვება ადამიანში.
ღმერთთან სიახლოვის გარეშე – არ არსებობს ბედნიერება … — with ႫღვႣელი Ⴇეიმურაზ Ⴕორიძე.

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაიცვალა მამა თეიმურაზ ქორიძე:

„ღმრთივ მიიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფ. დიდი ჩაილურის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე.

სამძიმარს ვუცხადებთ მამა თეიმურაზის ოჯახს, სულიერ შვილებსა და ახლობლებს.

სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, ახალშესვენებულისა მღვდლისა თეიმურაზისა და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.

გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მღვდელი თეიმურაზი“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვწუხვარ, მამა თეიმურაზი გარდაიცვალა, კარგი ადამიანი, კეთილი, ღვთის და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული…

მოიხსნიეთ ლოცვებში!..“ – ამის შესახებ კი წერს.

ახალგაზრდა დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე შარშან საავადმყოფოში, ფილტვების მძიმე დაზიანებით მოათავსეს. მის გადასარჩენად ლოცვისთვის, მთელი საქართველოს გაერთიანდა. მაშინ სასულიერო პირი გამოჯანმრთელდა და საავადყოფოდან გაწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”