დამაჯერებლად და ვადაზე ადრე – ლაშა გურულმა “უემბლიზე” ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!

ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ლონდონში, ლეგენდარულ უემბლის სტადიონზე ბრიტანელი ჯეიმს ფრენცისი დაამარცხა.
ბრძოლა ოთხი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში ლაშა მეტოქეს უმძიმეს დარტყმებს აყენებდა, საპასუხოდ კი ფრენცისი ვერაფერს ახერხებდა. მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ, ბრიტანელი მებრძოლი დანებდა და ლაშამ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გურულის კუთხეში UFC-ის ქართველი მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია გახლდათ.
ლაშას ანგარიშზე პროფესიონალურ კრივში 2 ბრძოლიდან 2 გამარჯვებაა, შეგახსენებთ, გურულმა კრივში პირველი პროფესიონალური ორთაბრძოლა 16 მარტს, ქალაქ რუსთავში გამართა, სადაც ექვსრაუნდიან ბრძოლაში ლაშა გურულმა განელ მოკრივე ბერნარდ აბეის სძლია.
მის მეტოქეს ჯეიმს ფრენცისს აქამდე 8 ბრძოლიდან გამარჯვება 7-ჯერ ჰქონდა მოპოვებული.
· სირბილის სწავლების ცენტრი ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება, გილოცავთ!
· იბერიელი გილოცავთ მეგობრებო ყველას, ლაშა სულ გამარჯვება ვამაყობთ თქვენით, გამარჯვებას ვუსურვებ მთელ საქართველოს, წინ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ,
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? – “ატალანტა” ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? – იტალიური გამოცემა საბაზე წერს
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
ლაშა გურული კუბელ ბორხესსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
სანამ ტალახაძე დაასრულებს… – დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ…
კიდევ ერთი მედალი – წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
არის! – ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში