უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის დამატებით შვიდი Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, ხარკოვში, ხერსონსა და ოდესაში ხალხი არ დაიღუპებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ რიგაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები რუსეთის მიერ უამრავი ადამიანის მკვლელობას იწვევს.
“დახმარების დაგვიანებას რისკები მოყვება. ავიღოთ მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემები. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომლებმაც მოგვცეს სიცოცხლისა და გადარჩენისთვის ბრძოლის შესაძლებლობა. ესენია Patriot-ის, Nasams-ის, Iris-T-ის და სხვადასხვა ტიპის სისტემები, რომლებიც სხვადასხვა გზით გვეხმარებიან. მაგრამ, თუ ვსაუბრობთ მასშტაბურ სარაკეტო დარტყმებზე ჩვენი ბავშვების, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების თავზე, ასეთ დროს Patriot-ის სისტემების გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.
ერთი მხრივ, მე მადლობელი ვარ, რომ ეს სისტემები გვაქვს, თუმცა, მეორე მხრივ, როგორ შეგიძლიათ მშვიდად იცხოვროთ და იძინოთ, თუ გესმით, რომ თქვენ ათობით ასეთი საჰაერო სისტემები გაქვთ, უკრაინაში კი – თუ დღეს 7 Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას მოგვცემდნენ, ხარკოვში, ხერსონსა და ოდესაში ადამიანები არ დაიღუპებოდნენ”. – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საჰაერო თავდაცვის მიწოდების შეფერხებები დიდი რაოდენობით დაღუპულებს ნიშნავს”.