დამატებით მტკიცებულებას იმისა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა შეშინებულია – ALDE ჯაფარიძის დაკავებაზე

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას. ისინი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებად” დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჯაფარიძე და შეწყვიტონ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა.
ALDE-ს განცხადებაში საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები შეფასებულია როგორც დემოკრატიული ღირებულებების ეროზია.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჩვენი წვერი პარტიის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძის დაპატიმრებას და სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაპატიმრების მუქარას. მას პატიმრობა მიუსაჯეს ცრუ სასამართლოზე, დახურულ სხდომაზე, რომელიც ჩატარდა დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა დასწრების შესაძლებლობის გარეშე და მისი გადაღება შეეძლო მხოლოდ ქართული ოცნების მიერ კონტროლირებად ტელევიზიას [საზოგადოებრივ მაუწყებელს]. ასეთ პირობებში მიუსაჯეს პატიმრობა პოპულარულ ლიბერალ პოლიტიკოსს, ჯაფარიძეს, პოლიტიკურად მოტივირებული კომისიისთვის მამაცური წინააღმდეგობის გამო, რომლის გრძელვადიანი მიზანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაა. სავალალოა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების მუდმივი ეროზია საქართველოში. ამ უკანასკნელ ნაბიჯს ვუყურებთ, როგორც დამატებით მტკიცებულებას იმისა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა შეშინებულია განგრძობადი მანიფესტაციებით და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” მთავრობას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჯაფარიძე, მოუხსნას ბრალდებები და დააბრუნონ საქართველო ევროპულ გზაზე, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული, ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ვაფასებთ ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის ურყევი ერთგულებისა და რუსული გავლენის წინააღმდეგობისთვის უწყვეტი 176-დღიანი დემონსტრაციების გამო. საქართველს მომავალი არის ევროკავშირში და ამ მისწრაფებაში მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა”, – წერია ALDE-ს განცხადებაში.
დღეს, 22 მაისს, ზურაბ ჯაფარიძე ასამართლო სხდომის დარბაზშივე დააპატიმრეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ის სხდომათა დარბაზში მარტო, ადვოკატების გარეშე იმყოფებოდა, რადგან მისივე თხოვნით მისმა ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს.
ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დორებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. მისი სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უარი თქვა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ კომისიაში მონაწილეობაზე, რომელიც წინა ხელისუფლების, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას შეისწავლის.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე მას 20 000-ლარიანი გირაო დააკისრეს, მაგრამ ჯაფარიძე მის გადახდაზე უარი განაცხადა. 22 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე კი პროკურატურამ მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მოდი, შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას- შევქმნათ მსოფლიო, რომელიც მათი და მათი შვილების კეთილდღეობის საწინდარია