დამასკის კათოლიკურ ეკლესიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა – დაღუპულია, სულ ცოტა, 15 ადამიანი

სირიის დედაქალაქ დამასკში, წმინდა ელიას სახელობის კათოლიკური ეკლესიაში აფეთქება მოხდა – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება ცხრა დაღუპულის და 14 დაშავებულის შესახებ.
სირიის ხელისუფლებამ თავდასხმაში დაადანაშაულა „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი ჟილეტი ააფეთქა.
2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს დამასკში მომხდარი პირველი ასეთი თავდასხმაა.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ეკლესიის ტერიტორია შემოღობილი და მიმდინარეობს გამოძიება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ