,,დამანგრეველი ეფექტი ექნება. ეს განცხადება იყო ყვითელი ბარათი’’- ივა ჭყონია აშშ-ის განცხადებაზე

ბიზნესმენი ივა ჭყონია -ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობას აჩერებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს განცხადება ყვითელი ბარათია, რასაც შესაძლოა ქვეყნისთვის დამანგრეველი ეფექტი მოჰყვეს. ივა ჭყონიას შეფასებით, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებით ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდება, რასაც საერთაშორისო საგადასახადო და საბანკო სისტემებიდან საქართველოს ჩახსნა მოჰყვება. მისივე თქმით, ქვეყანა შესაძლოა საერთაშორისო ბრენდებმა დატოვონ. იმ ფონზე, რომ საქართველო ექსპორტზეა დამოკიდებული და ქვეყანაში უცხოური ვალუტა აღარ შემოვა, ეს ეკონომიკურ ნგრევას გამოიწვევს.
,,დამანგრეველი. ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს, დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა, მას შემდეგ რა კომუნიზმი გადავაგდეთ, ეს არის აშშ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, რომელიც გვინახავს. ინსტიტუტები რომ არსებობს და ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ არსებობს, ეს არის მათი დამსახურება. ასეთი განცხადება ჯერ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისთვის, ეკონომიკისთვის ყველაფრისთვის არის დამანგრეველი. ვიმედოვნებ, რომ იმ ეფექტს რაც შეიძლება ამას მოჰყვეს არ მოვიმკით და გამოფხიზლდება ხალხი და რეალურად იმოქმედებენ. ეს განცხადება იყო ყვითელი ბარათი. განცხადების გაკეთებაც კი მიჭირს. ეს არის დამანგრეველი, რაც აბსოლუტურად ყველაფერში გამოიხატება. აშშ-ის წყალობით მოვიდა ჩვენი ქვეყანა აქამდე. ავიღოთ მაგალითად SWIFT სისტემა. გადარიცხვები გვაქვს, საბანკო სისტემა გამართულად მუშაობს. ძალიან მარტივად შეიძლება სრულ იზოლაციაში მოვექცეთ და გადახდის, საბანკო სისტემებიდან ჩაგვხსნან. ეს ნიშნავს, რომ სრულ იზოლაციაში მოვექცევით ისეთში, როგორიც არის ირანი. ჩვენ და ირანს შორის ალბათ განსხვავება არ იქნება, რადგან სადაც ავტოკრატიაა, დიქტატურაა და სადაც ხალხის ნება არ არის ის შესაბამისად ასეთია. ამაზე ღიად სკენ წასვლა, დაუჯერებელია რაც ხდება. საქართველოს ისტორიის გადაწერა ხდება. რა ვიცი, თითქოს ჩინეთი დაგვეხმარება. რამდენად სამარცხვინოა ასეთი განცხადების გაკეთება. ევროპა და ამერიკა არა და ჩინეთი დაგვეხმარება. არ დაგვავიწყდეს, რომ არაერთი საერთაშორისო ბრენდია ჩვენს ქვეყანაში შემოსული. ნუ თუ ფიქრობთ, რომ ისინი საქართველოსთან კონტრაქტებს არ გაწყვეტენ? და რის ამარა უნდა დავრჩეთ? ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა თავიდან ბოლომდე. ქვეყანაში იმპორტი არის 5-ჯერ მეტი ვიდრე ექსპორტი. დოლარი თუ არ შემოვიდა ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ როგორ უნდა დაიჭირო ლარი. ლარზე დამანგრეველი ეფექტი შეუძლია მოიტანოს. ამას მოჰყვება ინფლაცია. ამას მოჰყვება ფასების ზრდა. ხელფასების გაცემაც ალბათ გაჭირდება, იმიტომ რომ დახმარებები რაც ქვეყანაში შემოდიოდა აღარ იქნება. ადამიანი ყველაფერს ეგუება. მშობლის სიკვდილს ეგუება, შვილის სიკვდილს ეგუება. დამიჯერეთ ეკონომიკურს ვერ იტანს ვერავინ. ფსიქოლოგიურად ასეა, დაანგრევს ეკონომიკურად. გამოვლენ და შეჭამენ ცოცხლად.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში ივა ჭყონია.