დაკრძალეს აფხაზეთის ომში დაკარგული და ახლა იდენტიფიცირებული 20 ადამიანი

აფხაზეთის ომში, 1990-იან წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბოლო პერიოდში იდენტიფიცირებული 20 ადამიანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკრძალეს.
დაღუპულთა პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკარგულთა მოძიება, საქართველოში გადმოსვენება და იდენტიფიცირება წითელი ჯვრის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ოფიციალური ცნობით, ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს გახდა შესაძლებელი. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან