26 მარტს, დაახლოებით 22:50 საათზე თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, მეტროსადგურ “დელისის” ბაქანზე დაკვამლიანება იყო. კვამლი ბაქანზე მდგარი მატარებლის სავალი ნაწილებიდან ამოდიოდა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები “რადიო თბილისმა” გაავრცელა. მასში ჩანს, რომ იმ დროს ვაგონები მგზავრებისგან დაცალეს, ერთმა პირმა კი ცეცხლმაქრი გამოიყენა.
რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ ხანძარი არ გაჩენილა, კვამლი კი ნაწილის გადახურებამ გამოიწვია – ეს მატრებელი დროებით მოიხსნა ხაზიდან.
ფორუმი
