დაკარგული სახლ-კარი და ახლობლები, დანგრეული ოჯახები, უზარმაზარი ვალები და ცხოვრება ტყუილში – როგორია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ყოველდღიურობა

დაკარგული სახლ-კარი და ახლობლები, დანგრეული ოჯახები, უზარმაზარი ვალები, ცხოვრება ტყუილში – სამწუხაროდ, ასეთია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ყოველდღიურობა. დამოკიდებულ პირთა სიაში უკვე 11 000-მდე ადამიანია, მათ კაზინოებში შესვლაც ეკრძალებათ და ონლაინ თამაშიც. ის, ვინც პრობლემა გააცნობიერა, სიაში საკუთარი სურვილით ჩაეწერა, ზოგს კი თამაში ოჯახის წევრებმა აუკრძალეს.
გემბლინგი, იგივე ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა – თამაში ზოგისთვის გართობაა, ზოგისთვის კი ფულის შოვნის ერთადერთი გზა, რომელიც ბოლოს მაინც გაკოტრებამდე მიდის. ესაა დაავადება, რომელიც წამლით არ იკურნება. პირველი და უმთავრესი ნაბიჯი საკუთარ თავთან პრობლემის აღიარებაა.
მკაცრდება სახელმწიფო პოლიტიკა. თამაშის ახალი წესები სათამაშო ბიზნესს – რეგულაციებს აზარტულ თამაშებთან ბრძოლის გრძელ გზაზე, მთავრობა 2021 წლიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ამკაცრებს. აიკრძალა რეკლამა, შეიზღუდა თამაშებზე ხელმისაწვდომობა 25 წლამდე მოქალაქეებისთვის. ჯამში, თამაში 1 475 075 მოქალაქისთვის აიკრძალა, მათ შორის – სოციალურად დაუცველებისა და საჯარო მოხელეებისთვის. იზრდება სათამაშო ბიზნესზე გადასახადიც. მანამდე, შეიქმნა თამაშდამოკიდებულებისა და თამაშ-აკრძალულების ე.წ. შავი სიაც, სადაც რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ადგილზე განცხადების საფუძველზე, ისე – ონლაინსერვისით. ამის გაკეთება თამაშდამოკიდებულის ან პოტენციური მოთამაშის ოჯახის წევრსაც შეუძლია. ამ დროისთვის, რეესტრში 10 793 თამაშდამოკიდებულია.
აკრძალვების პარალელურად, აქტიურ კომპონენტად შემოვიდა მკურნალობის კულტურაც.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს