დაკავებული აქტივისტი, მირიან ბერულავა დარბაზიდან გაათავისუფლეს

რეჟიმის პოლიციელების შეურაცხყოფის საქმეზე დაკავებული აქტივისტი, მირიან ბერულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
დაცვის მხარემ ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა, რაზეც ბრალდების მხარემ ორკვირიანი პერიოდი ითხოვა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი სწორედ ამ დრომდე გადადო.
ბერულავამ პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ -ს ის ვერსია, რომ მან თითქოს პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სისტემას არ ენდობა, რაც ოლიგარქის პოლიციამ შეურაცხყოფად ჩათვალა.
მირიან ბერულავა ორი დღის წინ დააკავეს და სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.(მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული… მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…

ლევან სუთიძე: მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა: მეუფე ისაიას ცხენით სიარული და რუსეთზე გაკეთებული განცხადებები არაფერს ნიშნავს პატრიარქობისთვისო – ეს თქვა სახელის უთქმელად