დაკავებულია 11 ადამიანი, რომლებიც უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სადაც მათთვის მომზადებული იყო “ფანჯარა” საზღვრის გადასაკვეთად – ვლადიმერ პუტინი

დაკავებულია 11 ადამიანი, რომლებიც უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სადაც მათთვის მომზადებული იყო “ფანჯარა” საზღვრის გადასაკვეთად –
ჩვენ დავადგენთ და დავსჯით ყველას, ვინც დგას ტერორისტების უკან, ვინც მოამზადა ეს სისასტიკე, თავდასხმა რუსეთზე, ჩვენს ხალხზე. ტერორისტები მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად. სულ დაკავებულია 11 ადამიანი“”- განაცხადა ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მოსკოვთან ახლოს, “კროკუს სითი ჰოლში” განხორციელებულ ტერორისტულ აქცტს გამოეხმაურა.
„საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ დანაშაულის ყველა დეტალის დასადგენად, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ დეტალურად და ცინიკურად დაგეგმილი ტერაქტის, არამედ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ მომზადებული და ორგანიზებული მასობრივი მკვლელობის წინაშე ვდგავართ. დამნაშავეები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მიდიოდნენ ზუსტად იმისთვის, რომ დაეხოცათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, როგორც ეს ოდესღაც ნაცისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაწყვიტეს საჩვენებელი დასჯის მოწყობით.
ამ დანაშაულის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, დამკვეთს სამართლიანი და გარდაუვალი სასჯელი ელოდებათ. ჩვენ დავადგენთ და დავსჯით ყველას, ვინც დგას ტერორისტების უკან, ვინც მოამზადა ეს სისასტიკე, თავდასხმა რუსეთზე, ჩვენს ხალხზე. ვიცით, რა არის ტერორიზმის საფრთხე, ჩვენ თანამშრომლობის იმედი გვაქვს ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომლებიც გულწრფელად იზიარებენ ჩვენს ტკივილს. მზად ვართ, რეალურად საქმეში გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო მტრებთან ბრძოლაში, საერთაშორისო ტერორიზმთან, მისი ყველა გამოვლინებით. ტერორისტები, მკვლელები ადამიანები არ არიან, მათ ეროვნება არ აქვთ და ერთი ბედი ემუქრებათ – შურისძიება და დავიწყება. მათ მომავალი არ აქვთ. ახლა ჩვენი საერთო ვალია, ვიყოთ ერთად, მჯერა ასეც იქნება, რადგან არავის შეუძლია, შეარყიოს ჩვენი ერთიანობა და ნება, მონდომება და გამბედაობა, ერთიანი რუსეთის ხალხის ძალა. რუსეთს არაერთხელ გამოუვლია ურთულესი და გაუსაძლისი განსაცდელი, თუმცა უფრო ძლიერდებოდა, ახლაც ასე იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას