დაკავებულია ჩვენი ჟურნალისტი, საბა სორდია – “ინდიგო”

გამოცემისთვის არსებული ინფორმაციით, ის 6 აპრილს, დღის საათებში, მარჯანიშვილის მეტროსთან დააკავეს და ამ დროისთვის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებითაა დაკავებული. მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მეგობრებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა და იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც უნდა შეხვედროდნენ, მისი კუთვნილი სკუტერი იპოვეს დაგდებული.
რადიო თავისუფლება ცდილობს -ს პრესსამსახურში მომხდარის შესახებ მეტი დეტალის გაგებას. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა