“დაკავებულია ჩვენი გუნდის წევრი” – საქართველოს ბანკი აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს

„ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე,” – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.
“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“ — „საქართველოს ბანკის“ განცხადება.
ცნობისთვის ვაკო ალავიძე 7 დეკემბერს რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე დააკავეს მამასთან ერთად, ნიკოლოზ ალავიძესთან ერთად დააკავეს.
მომიტინგეებზე ძალადობას გმობს მსხვილი ბიზნესიც. ძალადობასა და რეპრესიებს, უკანონო დაკავებებით, გმობენ ცალკეული ბიზნესმენებიც.