დაკავებულია შსს-ს სპეცრაზმელი, რომელსაც თანასოფლელის სასტიკად ცემა ედება ბრალად

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 29 ივლისს -ს სპეცრაზმელი თანასოფლელს სავარაუდოდ სასტიკად გაუსწორდა. დაზარალებულს მკურნალობა გორში უტარდება, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარში სავარაუდო მონაწილე სამართალდამცავი 31 ივლისს დააკავა.
დაკავებული 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება გრძელდება. სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დაზარალებული მკურნალობას გადის, ნეტგაზეთს ეუბნებიან რომ პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება და ჯერჯერობით გაუმჯობესება არ შეინიშნება.
პაციენტს, კლინიკაში თავის ქალის ძვლების მოტეხილობითა და ტრავმული ჰემორაგიით შევიდა, დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.

ასევე დაგაინტერესებთ