დაკავებულია რუსეთის დავალებით უკრაინელი სამხედროების აფეთქებაში ეჭვმიტანილი 19 წლის გოგო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლებმა ხარკოვში დააკავეს ამ ქალაქის მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაში.
აფეთქება, რომლის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა, ხარკოვში 20 ივნისს მოხდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და ეროვნული პოლიციის მიერ დღეს, 25 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის გოგომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით უკრაინელ სამხედროებს მოხალისეთა დახმარების სახით გადასცა დანაღმული სკუტერი, რომელიც მოგვიანებით, სამხედროების მიერ ავტომანქანაში გადატანის დროს დისტანციურად ააფეთქეს.
გამოძიების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ხარკოველი გოგო დასაქმების მსურველთა ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით დაიქირავეს და სახლის პირობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისა და სკუტერში განთავსების ინსტრუქცია მისცეს.
სისხლის სამართლის საქმეს ხარკოვის საოლქო პროკურატურა იძიებს ტერორისტული აქტის მუხლით, რომელც 15 წლით, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია