დაკავებულია ს დავალებით უკრაინელი სამხედროების აფეთქებაში ეჭვმიტანილი 19 წლის გოგო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლებმა ხარკოვში დააკავეს ამ ქალაქის მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაში.
აფეთქება, რომლის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა, ხარკოვში 20 ივნისს მოხდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და ეროვნული პოლიციის მიერ დღეს, 25 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის გოგომ ს სპეცსამსახურების დავალებით უკრაინელ სამხედროებს მოხალისეთა დახმარების სახით გადასცა დანაღმული სკუტერი, რომელიც მოგვიანებით, სამხედროების მიერ ავტომანქანაში გადატანის დროს დისტანციურად ააფეთქეს.
გამოძიების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ხარკოველი გოგო დასაქმების მსურველთა ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით დაიქირავეს და სახლის პირობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისა და სკუტერში განთავსების ინსტრუქცია მისცეს.
სისხლის სამართლის საქმეს ხარკოვის საოლქო პროკურატურა იძიებს ტერორისტული აქტის მუხლით, რომელც 15 წლით, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას