დაკავებულია პარიზის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის მცდელობაში ეჭვმიტანილი რუსი

პარიზში დააკავეს ს მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიადის დროს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით პრორუსული ოპერაციის მომზადებაში. საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს იწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.
გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 40 წლის მამაკაცია, რომლის ვინაობას სამართალდამცავები არ ასაჯაროებენ. პარიზის პროკურატურაში 23 ივლისს განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობაში, რომლის მიზანი იყო საფრანგეთში მტრობის გაღვივება.
Le Parisien-ი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილია სამხილები, რომლებიც მიუთითებენ, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი პრორუსული ოპერაცია სწორედ ოლიმპიადისთვის მზადდებოდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეს 30 წლამდე პატიმრობა ელის.
სააგენტო AFP წერს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება სავარაუდო შეთქმულების დეტალებს არ ამხელს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ საუბარი არ არის ტერორისტული ხასიათის ქმედებაზე. საქმეს იძიებს -ს შიდა უსაფრთხოების სამმართველო, რომელიც კონტრდაზვერვის სამსახურია და არა კონტრტერორისტული.
ზაფხულის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში საფრანგეთის სპეცსამსახურებმა შეამოწმეს 960 000 პირის დოსიე. მათგან 4300-ზე მეტი ოლიმპიადაზე არ დაუშვეს. ამ ჩამონათვალში არიან მოხალისეები, სტადიონების პერსონალის წარმომადგენლები და სპორტული დელეგაციების წევრები, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ექსტრემისტებთან, მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალებთან და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. მათ შორის არიან რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებიც.
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ.