დაკავებულია თბილისის მერიის თანამშრომელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაჰპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 16 000 დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა