ტვ პირველის ცნობით, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციის შედეგად, ათამდე ქალია დაკავებული, რომელთა სახლებიდანაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.
დიდი რაოდენობით მარიხუანა აღმოუჩნეს და გუშინ შეეფარდა პატიმრობა. 13 გრამის გასაღებას ედავებიან. თვითონ მივიდა და მერე ამან გადასცა თავის მეგობარს. მისმა მეგობრმა, ნუ ნაცნობმა, მეგობარს ვერ დავარქმევთ ჩაუშვა. ერთი თვის შემდეგ დააკავეს”- ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.
დაკავებულებიდან უმეტესობა ბრალს არ აღიარებს.
ედავებიან ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას- გასაღებას. რეალიზატორი არ იყო, არ აღიარებს ბრალს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მტკიცებულება აქვთ, ფაქტზე არ დაუკავებიათ. დაკავების საფუძველი გახდა ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება პირადი ინტერესის გამო, რაშიც მე ეჭვი მეპარება, რომ პირადი ინტერესის გამო ითანამშრომლა პოლიციასთან. როგორც გავიგეთ, ეს ჩამშვებიც არის მომხმარებელი”, – ამბობს ადვოკატი
გომელაურის უწყება იტყობინება, რომ სამ თვეში 270 ადამიანია დაკავებული. ბრალდებულთა ნაწილი უკვე ციხეშია, ნაწილი ბრალის წარდგენას ელოდება. მძიმე დანაშაულში მხილებულები არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.