დაკავებულებმა და მათმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს

საპროტესტო აქციებისას დაკავებულმა 8 ბრალდებულმა და მათმა ადვოკატებმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. სასამართლო დარბაზში მხოლოდ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე და პროკურორები დარჩნენ.
ადვოკატები უჰაერობაზე საუბრობდნენ და პროცესის დიდ დარბაზში გადატანას ითხოვდნენ, რაც მანამდე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი.
ადვოკატების ცნობით, დარბაზის სიმცირის გამო ბრალდებულები შეუძლოდ ხდებიან და აუცილებელია სხდომის გასაგრძელელად დარბაზის შეცვლა.