დაკავებულები არიან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე – შსს-ს ბრიფინგი

შსს-მ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბი – მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე, “რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის” ერთ-ერთი ლი­დე­რი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” ერთ-ერთი ლი­დე­რი პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე და პოლ­კოვ­ნი­კი ლაშა ბე­რი­ძე და­ა­კა­ვა.
შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა -ს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.
შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, მათ “ბრა­ლად ედე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვად შეც­ვლის­კენ ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა”.
და­ნა­შა­უ­ლე­ბი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
“სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო მა­სა­ლის შეს­წავ­ლის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის მო­წო­დე­ბე­ბი გახ­მო­ვან­და. ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბი ჟღერ­დე­ბო­და მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ოქ­ტომ­ბრამ­დეც.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ გა­ავ­რცე­ლა არა­ერ­თი მო­წო­დე­ბა, რომ შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცია ყო­ფი­ლი­ყო მშვი­დო­ბი­ა­ნი და არ გას­ცდე­ნო­და კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს, თუმ­ცა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი მო­წო­დე­ბე­ბის შემ­დგომ, აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლემ და ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ათო­ნელ­ზე მდე­ბა­რე პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ჯე­ბი­რე­ბი გა­და­ან­გრი­ეს და პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის და­კა­ვე­ბა სცა­დეს.
გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი­სა და ახა­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად მი­ვაწ­ვდით“, – გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბი – მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და­ა­კა­ვეს, ხოლო პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე კლი­ნი­კა “ჰელ­სი­კორ­ში”.
შე­გახ­სე­ნებთ, და­კა­ვე­ბულ­თა­გან ხუ­თი­ვე “4 ოქ­ტომ­ბრის აქ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის” წევ­რია, რო­მე­ლიც დღეს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ და­ა­სა­ხე­ლა.