“დაკავების დროს იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, თმებით თრევა და მუქარა, თუ არ გავჩერდები უფრო მეტად დამსჯიან” – მაცაბერიძე

სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაზე საუბრობს – ” დაკავების დროს ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი , მათ შორის, თმებით თრევას და ეს იყო მათი სადამსჯელო რაღაც და ასევე იყო მუქარა, თუ არ გავჩერდები უფრო მეტად დამსჯიან. სახეზე ეკეთა ნიღაბი და ვერ ვიცანი ვინ იყო” – განუცხადა “მთავარ არხს” მაცაბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს მისი პროცესი უნდა გაიმართოს.
შუშანა მაცაბერიძე 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ