“დაიხარჯა 50 000 და გამოვიდა მაგარი, „ცენტრალურ კონცერტზე“ დაიხარჯა ათჯერ მეტი და…” – დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
ძალიან მაგარი კონცერტი იყო გუშინ „მთავარზე“. აი მართლა ძაააალიან მაგარი.
გასაგებია, რომ მღეროდნენ შედევრებს. ისიც გასაგებია, რომ მღეროდნენ ფონოგრამით, მაგრამ ფონოგრამით – იმ მუსიკალურ შედევრთა საკუთარი (!) შესრულების!
და შესრულებასაც ხომ ნიჭი და უნარი უნდა?
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია გემოვნება, Style, რაშიც კიწმარიშვილის ფანატიკური გენიის მიერ 1998 წლიდან შექმნილ ტელევიზიას ბადალი არ ჰყავდა არასდროს.
ამ ტელევიზიის სახელები იცვლებოდა. Style – არა.
მისი შემადგენელია ელიტურობა და ექსკლუზიურობა.
არავითარი წარდგენა: უყურებენ ისინი, ვინც იცის „რა, როგორ და ვინ“ – ვინაა ია ორჯონიკიძე, თეა დარჩია, გია როინიშვილი და ასე შემდეგ.
მართლა სერიოზული მომღერალია.
ნამდვილად ისტორიული ფენომენია აგრეთვე ის უნიჭიერესი და უჭკვიანესი „პატარა სატანა“, ვინც ეს ყოველივე „შეკრა“.
დაიხარჯა 50 000 და გამოვიდა მაგარი.
იტალიელებთან რომ არ შეგრცხვება ისეთი
„ცენტრალურ კონცერტზე“ დაიხარჯა ათჯერ მეტი და გამოვიდა….ჰმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს