დაიწყო მამუკა მდინარაძემ! მხარდაჭერა და თანადგომა მას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში

დაიწყო მამუკა მდინარაძემ! მხარდაჭერა და თანადგომა მას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში
დაიწყო მამუკა მდინარაძემ! ხალხნო! დღეს “გაბაწრეს” ქართული მიწის უცხოელზე გამყიდველი, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სუს-ის მიერ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დაკავების ფაქტს. ედიშერ გვენეტაძე მხარდაჭერას უცხადებს მამუკა მდინარაძეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაში. “დაიწყო მამუკა მდინარაძემ! ხალხნო! დღეს გაბაწრეს ქართული მიწის უცხოელზე გამყიდველი. და იცით ვინ? ბედის ირონიით ეს ავაზაკი იმ მიწა-წყლის ვიცე-გუბერნატორი აღმოჩნდა, რომლის წარმომადგენელმა 300 არაგველმა ერთხმად, სამშობლოს ერთ დაძახებაზე, ქართული მიწის დაცვისათვის ერთი ამოსუნთქვით, ბრძოლაში შესვლის წინ მუჭით შეჭმული ქართული მიწით მიიღეს ზიარება, ისე გმირულად შეაკვდნენ მტერს, რომ არცერთი მათგანის სახელი არ ვიცით და გადაინაცვლეს უკვდავებაში ეს ნაძირალა კი, როდესაც ქვეყანა ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფება დოლარებზე ყიდის 300 არაგველის და უამრავი სხვა უსახელო ვაჟკაცის მიერ საუკუნეთა მანძილზე სისხლით გაპოხიერებულ ქართულ მიწას. ასეთების ფეხქვეშ ქართული მიწა იწვის. ყველა მათგანმა უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. მხარდაჭერა და თანადგომა მამუკა მდინარაძეს მამულიშვილურ, ქვეყნიდ ეროვნული ინტერესების დაცვაში”,- წერს გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას