,,ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს:
,,ხშირად არ ვწერ პოლიტიკურ სტატუსებს, მაგრამ მემგონი რომ ის, რასაც ახლა დავწერ უალტერნატივოა!!!
სამწუხაროდ საქართველოში ყოველთვის იყო დაპირისპირება სამთავროებს შორის, მეფეებს შორის თავადებს შორის, ეკლესიის წიაღში და სხვა და სხვა იერარქიებში, მაგრამ ქართველ ხალხს ასევე ყოველთვის ჰქონდა ერთი განსაკუთრებული თვისება ის, რომ განსაკუთრებული საფრთხის დროს ერთიანდებოდნენ!!! ეგრედწოდებულ არაბულ ინვესტიციას არაფერი საერთო არ აქვს ინვესტიციასთან, ეს პროექტი ჩემის აზრით არის ქვეყნის დასასრულის დასაწყისი!!! არც ერთ ჩვენს სახელოვან, თუ ნაკლებად სახელოვან მეფეს ქართული მიწა არ გაუყიდია უცხოტომელებზე და საერთოდ, მართლმადიდებლური წესით არც შეიძლება უცხოტომელებზე მიწის მიყიდვა!!! საერთოდაც გულწრფელად მგონია, რომ ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას და მათ შორის მთავრობას ვიღაც გარე ძალებმა ჟარგონზე რომ ვთქვათ გაუჩალიჩეს!!! აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მომხრეების უმრავლესობა ამას ხვდება და ვინც ვერ ხვდება, ძალიან მალე მიხვდება!!! იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ “ინვესტიციას” გუნდის შიგნით ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება.
ჩემი სათქმელი კი ის არის, რომ ამ საკითხში ყველა უნდა გაერთიანდეს!!! აბსოლიტურად ყველა!!! ის ხალხიც კი, ვისაც ერთმანეთი ულანძღიათ და უკრიტიკებიათ!!! მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელი პარტიის ან ორგანიზაციის წევრია, ვის რისი სჯერა და ვის ვინ უყვარს!!! უნდა მოვერიოთ საკუთარ ეგოს და გვახსოვდეს, რომ სამშობლოზე მნიშვნელოვანი არაფერია, თუ საქართველოში ქართველები არ ვიქნებით, რა აზრი აქვს ვინ რომელ პარტიაში ვიქნებით, თუ რომელი საგარეო კურსის მომხრე ვიქნებით?! უცოდველი ჩვენს შორის არცერთი არ ვართ, მაგრამ სამშობლო ყველას ერთი გვაქვს!!! ჯერ საქართველო ქართველებს დაგვრჩეს და მერე გადავწყვიტოთ, რომელი იდეოლოგიით თუ გზით ვივლით!!! ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ნაცი-ქოცი, პრო-რუსი, პრო-ამერიკელი პრო-ევროპელი და მზგავსი ლოზუნგების ძახილი!!! საჭირო დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები,
ან ის ეთნიკური სხვა ერების შვილები, რომლებსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა!!!
არაფერი განსაკუთრებული სირთულე აქ არ არის!!! უბრალოდ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ყველამ საკუთარ თავზე ზევით უნდა დავაყენეოთ ჩვენი სამშობლო!!!
მე პირადად სულ არ მაინტერესებს რუსთავლეზე ვინ დგას 300 დღე, ვინ კანცელარიასთან, ვის რისი სჯერა და ვის არ ვუყვარვარ თუ ვუყვარვარ!!! მთავარი ისაა, რომ უნდა დავორგანიზდეთ ერთად და უნდა გვქონდეს ერთადერთი მესიჯბოქსი:
არა არაბულ ანექსიას!!!
და მორჩა!!!
უნდა დავთქვათ, რომ აქციებზე არ მოვალთ არც ერთი პარტიის ლიდერის სურათით, არც აშშ-ს, არც ევროკავშირის, არც რუსეთის და არც სინგაპურის დროშებით და სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიის ატრიბუტიკით!!! ამ ქაციებზე უნდა იყოს ერთადერთი დროშა და ეს უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს დროშა!!!
ყველას უნდა გვახსოვდეს ის, რომ ეშმაკი ყოფს!!! ხოლო უფალი აერთიანებს!!!
ჯერ ის შევძლოთ, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოდ დარჩეს და არა პაკისტანად და ამის მერე, ისევ ჩვენ, ქართველები გავერკვეთ რა სჯობს ჩვენი ქვეყნისთვის!!!
ვიცი გამოხტებიან 200 ლარიანი, ამ ვითომ ინვესტიციის “გამპრავებელი” შადიმანები და დაიწყებენ აქ, თუ სხვაგან წერას:
“ნაცებთან და ლიბერალებთან ერთიანდებიანო” …
პრო-რუსებთან დგანანაო და ა.შ …. მაგრამ როცა დაინახავენ, რომ ჩვენ ყველანი მარტო ერთ მთავარ იდეაში ვერთიანდებით, რომელი იდეაც უკვდავია და მას საქართველო ჰქვია, აი სწორედ ეს იქნება ქრისტეში გამარჯვება!!!
მე პირადად ყველასთვის მიპატიებია ჩემი ლანძღვა და გინება, ვინც არ უნდა იყოს ის!!! ღმერთია მოწმე ამას გულწრფელად ვამბობ!!!
P.S ამ განცხადებას ვაკეთებ მე კონსტანტინე მორგოშია, არა როგორც “ალტ ინფო კონსერვატორები საქართველოსთვის” დამფუძნებელი, არამედ როგორც ერთი რიგითი პატრიოტი ქართველი და ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება!!!”



