დაიწყება თუ არა მოკვლევა იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვისი ჩვენებების გამოც, გიორგი ახობაძეს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა?

დაიწყება თუ არა მოკვლევა იმ პოლიცილების წინააღმდეგ, ვისი სავარაუდო ცრუ ჩვენებების გამოც, დაპატიმრებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა? – მთავარი საგამოძიებო უწყება ამ კითხვას ამ ეტაპზე უპასუხოდ ტოვებს.
პროკურატურამ მხოლოდ ის დააანონსა, რომ გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
აქციების დროის ნარკოდანაშაულში ბრალდებული სამოქალაქო აქტივისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელშვილმა უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში სათანადო სტანდარტის მტკიცებულებები არ არსებობს.
ექიმი, რომელმაც 7 თვე ციხეში გაატარა, სასამართლო დარბაზში პირველივე დღეებიდან აცხადებდა, რომ მისთვის ნარკოტიკის „ჩადების სპეცოპერაციას გიორგი გურეშიძე ხელმძღვანელობდა”. ეს უკანასკნელი, ახობაძის დაკავების მომენტში ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
გაირკვა ისიც, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის სასამაღტლო პროცესების პარალელურად, ივნისში გიორგი გურეშიძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშნეს.
უფლებადამცვალების თქმით, საგამოძიებო ორგანო გიორგი ხარგელიათიც უნდა დაინტერესდეს, ეს ის პოლიციელია, ვიც ახობაძის საქმეზე პატაკი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს