“დაიცვან თავისუფლების დამცველები” – ევროპარლამენტში მოუსმინეს ლაშა ბუღაძეს, ბექა ყორშიასა და ქეთევან ქერაშვილს

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, მწერალი , ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი და პროდასავლურ აქციებზე ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერაშვილის და ქეთევან ქერაშვილი.
ლაშა ბუღაძემ ევროპარლამენტის დეპუტატებს ორი ამბავი უამბო და მათ შორის პარალელი გაავლო, ერთი 1937 წელს თბილისში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის ოჯახში განვითარებული, როდესაც ოჯახის წევრი გადაასახლეს და მეორე თბილისში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი.
“მეორე ისტორიაც თბილისშია მომხდარი, ოღონდ ამჯერად 2025 წლის 29 აპრილს და ერთ-ერთია იმ ისტორიათა შორის, რომელიც უკვე საკმაოდ ბევრი დაგროვდა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. მთხრობელი ჟურნალისტი და ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის კრიტიკოსი მარიამ ბაჯელიძეა, რომელსაც გამთენიისას შეუცვივდნენ სახლში… განსხვავება დიდია – ბაბუაჩემი სტალინისტებმა მილიონებთან ერთად დახვრიტეს1937 წელს, ხოლო მარიამ ბაჯელიძე და რეჟიმის ასობით კრიტიკოსი დაიჭირეს, აწამეს, დააშინეს და რეპრესიული ჯარიმებით აავსეს. აქ ჯერ სიკვდილი არაა და იმედია არც იქნება… მაგრამ ბევრმა, წამებისას და ცემისას, სწორედ სიკვდილს ჩახედა თვალებში”, – თქვა ლაშა ბუღაძემ და დაამატა, რომ “ამ ამბებში საერთო ესაა: მსგავსება რუსულ ტერორშია, რომელიც ახლა პუტინიზმის სახით არის ტრანსფორმირებული და საქართველოს შემთხვევაში, თავისი სატელიტის მეშვეობით ცდილობს დემოკრატიისა და თავისუფლების წართმევას ჩვენთვის”.
მან ისაუბრა, პროდასავლურ აქციებზე დაკავებულებზე და თქვა, რომ ამ ვითარებაში ევროპას შეჰყურებენ იმედის თვალით.
“ევროპა ჩვენი იმედია, ჩვენი ქომაგი და დასაყრდენი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გაოცებულები შევყურებდით დასავლეთს, თუ როგორ არ სჯიდა ის წლების განმავლობაში პუტინის ნეოფაშისტურ-ნეოსტალინურ რეჟიმს… აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოს და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს, რათა ავტოკრატმა პრორუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ისინი დღენიადაგ აძაგებენ ევროპას… პროპაგანდის მეშვეობით, მტრის ხატად აქვთ დასავლეთი გამოცხადებული და თავად კი ყველა დასავლური პრივილეგიით სარგებლობენ – მოგზაურობით, გართობით თუ ოჯახის წევრების სწავლითა თუ ცხოვრებით დასრულებული. ამ თვალთმაქცობას კი ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ როგორც ყოველთვის, ევროპის ზურგი უნდა ამაგრებდეს ჩვენს ბრძოლას… საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი, რადგან მჯერა, არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე, და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ.ტერორი და ომი მუდმივ რეალობად არ უნდა იქცეს ევროპაში”,- თქვა ლაშა ბუღაძემ.
ბექა ყორშიამ თავი ევროპარლამენტარებს ასე წარუდგინა “მე ვარ ბექა ყორშია, ჟურნალისტი საქართველოდან. ვამბობ „ჟურნალისტს“ და ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ”.
თავისი სიტყვით შესავალში მან ისაუბრა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” პატიმრობაში მყოფ დამფუძნებლისა და რედაქტორის მზია ამაღლობელის შესახებ და მისი თავისუფლება მოითხოვა.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
“დღეს ერთი განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა. ხმამაღლა… მინდა ისეთივე ხმამაღლა ვთქვა, როგორიც მისი სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარულია. ეს ქალი ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელია, რომელიც ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში. მზია ამაღლობელი – თავისი უტეხი ხასიათითა და სიძლიერით არამხოლოდ ქართველი ქალის, არამედ – თავად საქართველოს სახეა. „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“
ბექა ყორშიამ, თქვა, რომ დასავლეთში ზოგმა დაიჯერა, ის რაში დარწმუნებასაც, მისი სიტყვებით “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს “რომ ავტორიტარი არ არის. სამწუხაროდ” და მიმართა ევროპარლამენტარებს – “ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად. ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა”.
ქეთევან ქერაშვილმა, თავის სიტყვაში ისაუბრა პროტესტზე, რომელიც გასული წლის ნოემბრის შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს და ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.
“საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ის დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენი წინაპრების სიმამაცით და დღეს გრძელდება ახალი თაობის მიერ – თაობის, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ნათქვამია, მეზობელს ვერ აირჩევო – და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს არაერთხელ გადაუტანია რუსული ოკუპაცია, და დღეს ჩვენ ჰიბრიდულ ომთან ვდგავართ პირისპირ. ეს ომი იჩენს თავს ე.წ. “მცოცავი ოკუპაციით”, დეზინფორმაციით, ძალადობითა და შიშის სისტემური გავრცელებით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების გაჩუმებასა და იზოლაციას”, – თქვა ქეთევან ქერაშვილმა.
პროდასავლურ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერაშვილის დამ, თქვა, რომ “არც ერთი პოლიციელი ან სახელმწიფო მოხელე, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადა, არ დასჯილა. არსებობს მმართველი ჯაჭვი, რომელიც სისტემურად არღვევს კანონებს და არღვევს ადამიანის უფლებებს – და არც ერთი პირი არ არის პასუხისმგებლობით დაკავებული. ეს არ არის სამართალდაცვა – ეს არის რეპრესია”.
მან ევროპარლამენტარებს მიმართა თვალი ადევნონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და “დაიცვან თავისუფლების დამცველები”,
“ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება ქმედება. რადგან ეს ბრძოლა მხოლოდ საქართველოს არ ეხება – ის ეხება ევროპას. თუ საქართველო დაკარგავს თავისუფლებას და გადავარდება ავტორიტარიზმსა და რუსულ გავლენაში – ეს ევროპის მომავლის ნაწილის დაკარგვა იქნება”, – თქვა ქეთევან ქერაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მან ციხიდან თავისი ძმის გამოგზავნილი წერილიდან ამონარიდი წაიკითხა: „ჩვენ დავთმეთ საკუთარი თავისუფლება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის – და არასდროს დავიხევთ უკან.“
მანამდე ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ ყოველ კვირას უწევთ ცვლილებებისა და შესწორებების შეტანა ანგარიშში ახალი მტკიცებულებების გამო და მოითხოვა სანქციების დაწესება.
“ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო, რასაც რეჟიმი ყოველ კვირას გვთავაზობს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჩაგვრაზე და ყველაფერზე, რასაც საქართველოში ვხედავთ,”
ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი სჭირდება, რაც უნგრეთისა და ს წინააღმდეგობის ფონზე ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა, როგორც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, ამაზე მუშაობა გრძელდება; ამასთან, ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა დამოუკიდებლად დააწესეს სავიზო სანქციები.
იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას, ქართველი დიპლომატები და თანამდებობის პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის წარდგენის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობით.
გადაწყვეტილება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ასევე „აგენტებისა“ და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონების მიღებაზე.
საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ლიეტუვამ, შემდეგ კი – ესტონეთმა და ლატვიამ, ასევე – გერმანიამ. სანქციები დააწესეს -მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხვალ, 4 ივნისს მიიღებს კრიტიკულ დოკუმენტს საქართველოსთან მიმართებით. და ასევე გამოეხმაურა მედიასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას. “ბოლო დღეებში მივიღეთ შეტყობინება, რომ ბოლო ორი ძლიერი, ჯერ კიდევ მოქმედი მედიაარხი უახლოეს დღეებში დაიხურება, რაც თავისუფალი სიტყვის დასასრული იქნება”, – თქვა რასა იუკნევიჩიანემ.
თავის სიტყვაში ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, ბერკეტი, რომელიც მათ ხელშია “პერსონალური სანქციების” დაწესებაა.
“კომისიას და უმაღლეს წარმომადგენელს მოვუწოდებ, წარუდგინონ საბჭოს სანქციათა პაკეტი, პერსონალური სანქციები, ვინაიდან ეს არის გზავნილი, რომელიც ყველასგან მივიღეთ. ეს არ იქნებოდა შურისძიება, ეს არ იქნებოდა დაცვა, ეს იქნებოდა გზა უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისა იმ ადამიანების რეაქციების შესახებ, რომლებიც სანქცირების საფრთხის ქვეშ არიან. ჩემი შემდეგი მოწოდებაა გამოვიყენოთ პერსონალური სანქციები, ვინაიდან ეს, როგორც ჩანს, ერთადერთი ბერკეტია, რომელიც გვაქვს, წარსულში, მხოლოდ რამდენიმე სახელის ხსენებამ, რომლებიც სამომავლო სანქციები შესაძლო სამიზნეები იყვნენ, მაშინვე გამოიწვია გარკვეული რეაქცია”, – თქვა ამორმა.
მან, მადლობა გადაუხადა სამდივნოს ქართველი სტუმრების ვიზიტის ორგანიზებისთვის. ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებით შექმნილ გართულებულ სამუშაო პირობებზე
“ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური მხარდაჭერა. სამოქალაქო საზოგადოება პროტესტს განაგრძობს. ჩვენ ვხედავთ ამ პროტესტის წინააღმდეგ სერიოზულ რეპრესიას. ყველას, ვინც დემოკრატიულად აზროვნებს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, სურს დემონსტრაციის უფლების დაცვა, მათი დაცვა, ვინც დაპატიმრებულია. ამაზე უარესი სიტუაცია შეუძლებელია, ისინი ნამდვილად არღვევენ სამოქალაქო საზოგადოებას“, – აღნიშნა ნაჩო სანჩეს ამორმა.
ის ასევე გამოეხმაურა, ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის სადმი პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებას და თქვა, რომ “ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციამ უნდა მიიღოს, არის ის, სურს თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა”, მისი თქმით ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს ამ საკითხზე.
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით ისარგებლა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროლიხმაც და თქვა, სამოქალაქო სეტტორის წარმომადგენელთა პოზიციის გაგებასთან ერთად, მოსაზრებების ჩამოსაყალიბებლად მეორე მხარისთვის მოსმენაც აუცილებელია.
“მიდგომა, რომელიც გვაქვს ევროპარლამენტში, ვფიქრობ, არასწორია, რადგან დიპლომატია ასევე მოიცავს იმათთან საუბარს, ვინც განსხვავებულად ფიქრობს“, – თქვა ფროლიხმა.
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის მისიის წევრები საქართველოში საქართველოში 26-28 მარტს იმყოფებოდნენ.
დღეს, 3 ივნისს ევროპარლამენტში ამავე, საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა – სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ისაუბრა საქართველოს შესახებაც.
მან თქვა, რომ „საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განიხილონ, თუ ქვეყნის ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად“.
„მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას და მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს“, – თქვა მარტა კოსმა.
“ქართული ოცნების” მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენება 2028 წლამდეა გადადებული; მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ საქართველოში პროდასავლური აქციები უწყევეტად იმართება აქციები.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.
„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.
“პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ” “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც.
მაშ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 აპრილს საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან ერთად, „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება „დიპ სტეიტი“, რომელსაც ქვეყნის ომში ჩათრევა სურს. „დიპ სტეიტის“ არსებობა და განზრახვები ფაქტებით დადასტურებული არ არის. ამის მიუხედავად, მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია და საუბრობენ ევროკავშირის ლიდერების მიდგომებში “ორმაგ სტანდარტზე”, რითაც ხაზს უსვამენ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის “უსამართლო დამოკიდებულებას”.