დაიშალა იაპონიის მმართველი სამთავრობო კოალიცია – უდიდეს ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან კავშირზე მემარჯვენე ცენტრისტული კომეიტოს უარის შედეგად.
მათი კავშირი, მცირე შესვენებით, 1999 წლიდან მოქმედებდა.
მათი დაშორების გამო შესაძლოა ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა გახდეს საჭირო.
იაპონიის უდიდესი საინფორმაციო სააგენტოს, კიოდო ცუსინის თანახმად, კომეიტო, რომელიც ბუდისტურმა ორგანიზაციამ, სოკა ჰაკაიმ შექმნა, ვერ შეუთანხმდა ლიბერალ-დემოკრატებს საქმიანი ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან შემოწირულების უფრო მკაცრი კონტროლის გარშემო. პარტიას ასევე ეხამუშება მთავრობის მეთაურის პოსტზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, სანაე ტაკაიჩის კანდიდატურა, რომელიც ულტრაკონსერვატორი შეხედულებებით არის ცნობილი.
გასული წლის ბოლოს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა და კომეიტოს კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები წააგო, ხოლო ამ ზაფხულს – ზედა პალატაშიც. ეს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით კორუფციული სკანდალების ფონზე მოხდა.
კოალიციას აღარ ჰქონდა უმრავლესობა არცერთ პალატაში და კომეიტოს გასვლამ შეიძლება სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს. გარდა ამისა, პარტია არ დაუჭერს მხარს ტაკაიჩის პრემიერ-მინისტრად არჩევას. არჩევის შემთხვევაში, ის პირველი ქალი იქნებოდა ამ თანამდებობაზე.
ფორუმი