დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა – GPI

დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა – GPI
სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგის-ის ინფორმაციით, ავარიაში დაიღუპა ქალი, რომელიც აქციაზე შვილის დასახმარებლად მიდიოდა.
ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა დედამისიც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
“დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.
ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ,” – წერია პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ