“დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილო ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა

“დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილო ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკას აწარმოებს.
პოლიციელები აცხადებენ, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩხრეკას აწარმოებენ, “ჯგუფური ძალადობის ორგანიზების” და “არეულობისაკენ მოწოდების” მუხლებით მიმდინარეობს.
პოლიციელები აცხადებენ, რომ ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოსამართლის განჩინება არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა