„დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით, ძირს დააგდეს – ყველა პასუხს აგებთ ამისთვის, რაც დღეს მომიწყვეთ

ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით! მიზეზი, რომელმაც ჩამაგდო სრულ უსუსურობაში, როცა ვუყურებდი როგორ დააგდეს ძირს დედაჩემი! იქაც გითხარით და ახლაც ვამბობ, დადგება ის დრო, როცა ყველა დაისჯებით ამისთვის, – ასე ეხმაურება ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტინე ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი) მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.
როგორც ბოტკოველი სოციალურ ქსელში წერს, უკვე მეორედ, პოლიციამ მისი სახლიდან ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა წაიღო.
„მადლობა მეგობრებო ყველას, მაპატიეთ რომ განერვიულეთ, უბრალოდ ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით!
იქაც გითხარით და ახლაც ვამბობ, დადგება ის დრო, როცა ყველა დაისჯებით ამისთვის. ეს იყო მიზეზი, რომელმაც ჩამაგდო სრულ უსუსურობაში, როცა ვუყურებდი როგორ დააგდეს ძირს დედაჩემი! ყველა, ყველა პასუხს აგებთ ამისთვის რაც დღეს მომიწყვეთ, ამაში ეჭვი არც ერთი წამით არ შეგეპაროთ, მე კი ბოლომდე ვიბრძოლებ, ვერაფრით ვერ გამაჩერებთ.
მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.
წამართვეს უკვე მეორედ ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა. ახლა მათხოვეს და ამ ტელეფონით ვერ შევედი ჩემს ძველ “ექაუნთზე”, დროებით ამით ვიქნები. მადლობა კიდევ ერთხელ. ცეცხლი ოლიგარქიას!”- წერს ქრისტინე ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიცია ჩხრეკას რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ატარებდა. კერძოდ, სამართალდამცველები იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც, ასევე სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძის საცხოვრებელ ბინაში.
-მ გამოძიება ორი – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მათივე განმარტებით, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ატარებდნენ.
ამ დროის ინფორმაციით, ჩხრეკისას აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ხოლო გამოკითხვაზე გადაყვანილია ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი ილია ღლონტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას