,, დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად შტერული და ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ” –

თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს:
,,გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაცია დაიწყო 11 საათზე, რაც წინასწარ იყო საჯაროდ ნათქვამი.
10 საათზე რომ იბარებ “მხარდამჭერებს” სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!
დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად შტერული და ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ. ერთ hint-ს კი მოგცემდით: სულ არაა საჭირო, დღევანდელ თანამედროვე დღეს, ქუჩაში გაყინვა. თუ ნორმალური ხარ, პოლიტიკის რომელიმე ანბანი გესმის და ხალხის ნდობა გაქვს, ამის მიღწევა სწორი გეგმით, რიტორიკით, კლავიატურაზე კაკუნით და პარლამენტში შესვლით ან კიდევ კაფეში შეკრებებითაც შეიძლება.
ვაი, თქვენს პატრონს (პატრონებს)!
არც კი გრცხვენიათ ზოგიერთი იმ ადამიანის, ვისაც მართლა ცვლილება სურს და არა – ქვეყნის ნგრევა და ატყუებთ, ჩვენ მიგიყვანთ მიზნამდეო. გაყიდულებო!“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს