“დაისვენა ქვეყანამ და მშვიდად დადიოდით ქალაქში, ხო, რაც დიდი კრიმინალები დაგვაკავეს ტროტუარზე დგომისთვის, ქოცებმა? ” – სესილია ბუთხუზი

სამოქალაქო აქტივისტი, სესილია ბუთხუზი, რომელიც 3 დღით გაუშვეს ციხეში, ტროტუარზე დგომის გამო, სოციალურ ქსელში, წერს:

გუშინ ღამე ჩამოვედი თბილისში ბაღდათის იზოლატორიდან და ალბათ დაისვენა ქვეყანამ და მშვიდად დადიოდით ქალაქში ხო, რაც დიდი კრიმინალები დაგვაკავეს ტროტუარზე დგომისთვის და დანაშაული აღკვეთეს ქოცებმა?
იქამდე 6 საათი გავატარე პოლიციის მანქანაში ბორკილებით (თითქოს ავტობანზე გადავუხტებოდი ვინმეს მანქანიდან) და ღამის 12-ზე ჩამიყვანეს ბაღდათში. 72 საათი გავატარე ნაცრისფერკედლებიან საკანში, რომელიც სიგრძეში 7 ნაბიჯი იყო, სიგანეში 5, ღამე ციოდა და ვერც კომფორტულად დაიძინებ იმ რკინის ლოგინზე, მთელი ზურგი მტკივა ისევ :))
მიუხედავად იმისა რომ 3 თვე გამიწელეს განაჩენის გამოცხადება და ვიცოდი მიწევდა რამდენიმე დღე იზოლატორი, იქ რომ მოვხვდი, ამ უსამართლობისგან მაინც საშინლად გაბრაზებული ვიყავი რომ ცხოვრების სამ დღეს გავატარებდი გამოკეტილ ოთახში, რომლის პატარა ფანჯრიდანაც მარტო მთის წვერები ჩანდა და ეს დავიმსახურეთ ტ რ ო ტ უ ა რ ზ ე დგომის გამო, ტროტუარზე!
დღეს რომ გავიღვიძე, უფრო გაბრაზებული ვარ, სულ ვფიქრობ წლობით ციხეში გაშვებული ადამიანები როგორ უმკლავდებიან ამ ბრაზს და უსამართლობას, მაგას ხომ ვერანაირი კომპენსაცია და ბოდიში ვეღარ უშველის, რომ გამოვლენ.
და რავი, ქოცებმაც იციან რომ იზოლატორში რამდენიმე დღე გაშვების მუქარით სახლში არ ჩავიკეტებით და ჩუმად აღარ ვისხდებით, არც მეგონა უფრო გაბრაზება თუ შემეძლო, ვიდრე ვიყავი :))
ასევე, მადლობა მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და მიუხედავად იმისა რომ გულებიანი ჩუსტები და მოროშკინას წიგნი შემომიგზავნეს მეგობრებმა, მაინც ვაპატიე, ჯანდაბას

რაც შეეხება მანუჩარ ცაცუას, როგორც გვერდით საკნის დაკავებულმა მომაძახა, მაგას არ გოუთენდეს ხვალინდელი დილა, შენი დაჭერისთვისო.