„დაირღვა კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიტაცა“ – ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ

„დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიტაცა“ – ამ შეძახილებით, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ.
მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოდან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ კონსტიტუციური წესრიგი დაარღვია და ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს, რაც ხალხის ნებას არ გამოხატავს.
კონსტიტუციური სამართლიანობის ჩარჩოში დაბრუნება – საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღკვეთოს თვითმარქვია ჯგუფის მიერ ძალაუფლების მიტაცება, ქვეყნის ევროპული კურსის დაცვა, სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარების უზრუნველყოფა და ბოლოს კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გზა ახალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა!” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნიღბიანი სამართალდამცავები იმყოფებიან. საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან 19:00 საათზე განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან