TBR Sports-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გრანდი მანჩესტერ “სიტი” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “ქალაქელები” მზად არიან, უახლოეს პერიოდში ფეხბურთელის შესაძენად ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთონ.
TBR Sports წერს იმასაც, რომ ქართველით დაინტერესებული “ლივერპულიცაა”, თუმცა “მერსისაიდულ” გრანდთან მოჰამედ სალაჰი სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგლძრივებს, რის გამოც ჩვენებურის “ენფილდზე” გადასვლა გამორიცხულია.
პარარელურად, teamtalk 2025 წლის ზაფხულში გვარდიოლას სატრანსფერო სამიზნეებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ “პეპის” სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა, რომელიც ჯეკ გრილიშის პოზიციაზე მოისაზრება. ინგლისელი არასტაბილურობით გამოირჩევა და გვარდიოლაც მის ჩამნაცვლებელზე ფიქრობს.
შეგახსენებთ,
რომ კვარაცხელიას აგენტი “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგლძრივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ შეთანხმებასთან შორსაა. ხვიჩას შეძენით სერიოზულად “ბარსელონაცაა” დაინტერესებული.