დათუნა სირბილაძე: ძალიან დიდი მუხტი, იმედი და სიხარული იგრძნობა რეგიონებში, სადაც სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას საახალწლო კონცერტებში

სიმღერა ჩემთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სწორედ მისი საშუალებით გამოვხატავ მადლიერებას და სიყვარულს მსმენელის წინაშე! ძალიან დიდი მუხტი, იმედი და სიხარული იგრძნობა რეგიონებში, სადაც სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას საახალწლო კონცერტებში, მრავლად შეკრებილი ჩვენი მსმენელისგან, რომლებიც იქ გველოდებიან, – წერს მომღერალი დათუნა სირბილაძე სოციალურ ქსელში.
მომღერალი დამდეგ 2025 წელს ულოცავს ყველას და აღნიშნავს, რომ მზადება და იმის იმედი რომ შემდგომი წელი გამორჩეულად ბედნიერი იქნება – ეს შეგრძნება ყველას აერთიანებს ყოველთვის.
„ძალიან ლამაზი დღეები მოდის! ახალი წელი, შობა და ეს პერიოდი. მზადება და იმის იმედი რომ შემდგომი წელი გამორჩეულად ბედნიერი იქნება– ეს შეგრძნება ყველას აერთიანებს ყოველთვის! სწორედ ბედნიერება, წარმატება და ბევრი სიხარული მინდა ვუსურვო 2025 წელს ყველას და განსაკუთრებით ჩემს ქვეყანას! სიმღერა ჩემთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სწორედ მისი საშუალებით გამოვხატავ მადლიერებას და სიყვარულს მსმენელის წინაშე! ძალიან დიდი მუხტი, იმედი და სიხარული იგრძნობა რეგიონებში, სადაც სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას საახალწლო კონცერტებში, მრავლად შეკრებილი ჩვენი მსმენელისგან, რომლებიც იქ გველოდებიან, რათა მივულოცოთ და გავულამაზოთ ახალი წლის წინა დღეები! გილოცავთ დამდეგ 2025 წელს! გისურვებთ წარმატებას და უფრო მეტ სიყვარულს!”-წერს დათუნა სირბილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას