“მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი:
Მოკლედ, ამ დენის ფასის ზრდაზე ისეთი საოცრებები წავიკითხე, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ რანაირად უნდა მოახერხო და თქვა, რომ თურმე ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი რომ აშენებულიყო, ახლა გვექნებოდა დენზე დაბალი ფასი… თუ არ იცი და არ გესმის, გაჩუმდი მაინც!!! ერთი არავის უკითხავს და მოუკითხავს კრიპტოინდუსტრია და არ დაუსვამს შეკითხვა, 1. ქვეყანაში მოხმარების ზრდას რა იწვევს და რატომ სარგებლობს ჩვენს ხარჯზე კრიპტოინდუსტრია… რა ღირს იმპორტირებული ენერგია და რატომ არის ეს მონაცემი დახურული საზოგადოებისთვის, 3. Როგორ დათვალა სემეკმა ეს 5 თეთრი და რა ინვესტიციებზეა საუბარი, 4. რატომ არ ვასრულებთ ენერგოგაერთიანების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ბაზართან დაკავშირებით, რომ რეფორმა მხოლოდ თელასის თელმიკოებად დაყოფა არ არის!!! და ბოლოს, გახსენებთ, რომ ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას აშენების შემთხვევაში, დენის ფასი 5 თეთრით კი არა, ჯერადობით გაიზრდებოდა და რომ ინვესტიცია საჩუქარი კი არაა, არამედ გრძელვადიანი ვალია ქვეყნისთვის, რომელსაც ენერგოკომპანიები ტარიფის საშუალებით იღებენ უკან!!! ამიტომაც გვთხოვს ევროპის ენერგოგაერთიანება ღია და გამჭირვალე ენერგეტიკულ სექტორს, ენერგოეფექტურობას, სისტემის ნაწილობრივ დეცენტრალიზაციას, გენერაციის დივერსიფიკაციას ა.შ.




