დათო სიმონია: იმ სიყვარულსაც გავიზიარებთ, ამ დარდსაც და სამართალსაც ვიპოვით შვილებისთვის, ასე გადაწყდა

“ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა დღეს. სანამ შვილი ციხეში ჰყავდა, იარა თეთრი ტრანსპარანტით გულზე და აქ რომ ვეღარ მიაგნო, სიმართლისთვის ალბათ სხვაგან წავიდა.
აქაც იპოვიდა, მაგრამ მამებს სხვანაირი გულები აქვთ – უტყვი სიყვარულისგან ისეთი დამძიმებული, თვითონაც უჭირთ ხოლმე ზიდვა.
იმ სიყვარულსაც გავიზიარებთ, ამ დარდსაც და სამართალსაც ვიპოვით შვილებისთვის, ასე გადაწყდა,” – წერს სოციალურ ქსელში დიზაინერი და ილუსტრატორი დათო სიმონია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ძლიერი, მე-18 პაკეტი, მთავარი სამიზნეები უნდა იყოს რუსული ნავთობი, ჩრდილოვანი ფლოტი, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები