დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ

4 ოქტომბრის პროტესტში მონაწილეობისთვის დაკავებული დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ. ბოლო წუთამდე ელოდნენ მის გამოჩენას ჟღენტის ახლობლები.
⭕ 4 ოქტომბერს აქციაზე დავით ჟღენტი სწორედ 86 წლის მამასთან ერთად იმყოფებოდა. ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, დავითის მამა ყოველთვის მხნედ იყო, თუმცა მისი მდგომარეობა შვილის დაპატიმრების შემდეგ განსაკუთრებით დამძიმდა, ამის შესახებ 6 აპრილს წერდა ჟღენტის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.
🔴 ჟღენტს ორბელიანების სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი ვიდეომტკიცებულებაც კი მისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად. ჟღენტი მიუთითებდა, რომ დაკავებისას და შემდეგაც, ის გდდ-ს თანამშრომლებმა სცემეს.
📌 4 ოქტომბერსვე გავრცელდა კადრები, როცა არეულობასა და დარბევაში დათო ჟღენტის მამა შვილს ეძებს და აქციის მონაწილეები ცდილობენ იგი წვიმას და არეულობას გაარიდონ.