დათო ოქიტაშვილი: „ამ მთავრობამ ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანა – მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“

დათო ოქიტაშვილი: „ამ მთავრობამ ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანა – მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“
„როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვინმეს უნდოდეს და რუსული კანონი?! ამ მთავრობამ ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანა – მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“, – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დათო ოქიტაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, გული წყდება, რომ „ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში შეიყვანეს“:
„ვფიქრობ, ეს ახალგაზრდები დაფიქრდებიან, თუ ვის გვერდით დგანან. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ვინმეს უნდოდეს რუსეთი, რუსული კანონი?!
როგორ შეიძლება, რომ ამ მთავრობამ მიგვიყვანა ევროკავშირის წევრობამდე და იმ მთავრობამ 2008 წელს, ომის შემდეგ, ყველაფერი რუსეთს გადაულოცა და ხომ არის განსხვავება?! ვფიქრობ, ახალგაზრდები ძალიან ბევრ რამეში უნდა გაერკვნენ.
მე არც რუსული ჩექმა მინდა და არც ამერიკული „ბატინკი“. – განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ