დათო გორგილაძე: “ოცნება” ისეთ საქციელს ჩადის, რაც ყველაზე უღირს მტერსაც არ ეკადრება

“ოცნება” ისეთ საქციელს ჩადის, რაც ყველაზე უღირს მტერსაც არ ეკადრება, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა დათო გორგილაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

გორგილაძის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი უფრო და უფრო რეპრესიულ ნაბიჯებს დგამს, რაც მისივე შეფასებით, ხალხს პროტესტის შეწყვეტის საშუალებას არ აძლევს.


მე მგონია, რომ პროტესტი არც მინელებულა, უბრალოდ, რაღაც კულმინაციაში შევიდა და დროა, რომ პროტესტმა ახალი ძალები აღიდგინოს. “ქართული ოცნება” ისეთ საქციელს ჩადის, რაც ყველაზე უღირს მტერსაც არ ეკადრება ხოლმე. აი ფილმებში ჩვენ ხომ ვხედავთ ხოლმე ე.წ. ანატაგონსიტებს, რომლებიც ხანდახან ღირსეულ საქციელს ჩადიან და მაყურებელი ან მკითხველი თუ არ თანაუგრძნობს მათ, ესმის მაინც მისი, თუ რატომ გახდა ასეთი. “ქართული ოცნება” ასეთ ნაბიჯს არ დგამს და უარესი და უსრესია მისი ქმედება… პროტესტი არ იკლებს და ვიღაცებს უფრო და უფრო ეხილებათ თვალი”, – ამბობს დათო გორგილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს