დათო გორგილაძე: ესაა ზრუნვა. ესაა ძმურად გაყოფა. ესაა თხილის გული. განა ამის არდანახვა შეიძლება?

ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
რადიო თავისუფლება-ზე სასიხარულო ამბავი წავიკითხე.
მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით:
კობახიძის, ყაველაშვილისა და პაპუაშვილის ხელფასები გაიზარდა 1400 ლარით – გახდა 16 000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზარდა 1260 ლარით – გახდა 14 400 ლარი;
მინისტრების ხელფასებიც გაიზარდა 1190 ლარით – გახდა 13 600 ლარი;
დეპუტატებსაც გაეზარდათ, ოღონდ სულ რაღაც 1120 ლარით და მხოლოდ 12 800 ლარი შეადგინა. 13 ათასსაც კი ვერ აიღებენ.
სამაგიეროდ პენსიებიც გაიზარდა – 70 წლამდე ვინც ხართ მთელი 20 ლარით და 70 წლის ზემოთ – 45 ლარით. არ მოგესმათ. მთელ 370 ან 495 ლარს აიღებთ.
ევროკავშირის რომელიმე გადაგვარებული ქვეყნის მთავრობა ამ ფულს სულ თავიანთ ხელფასებზე გადაანაწილებდა.
ხომ შეეძლოთ თავიანთი მიზერული ხელფასებისთვის ოდნავ მაინც წაემატებინათ? არ ეკუთვნით? არ შრომობენ?
არა, არა და არა!
თქვენც მოგიმატეს.
ესაა ზრუნვა.
ესაა ძმურად გაყოფა.
ესაა თხილის გული.
განა ამის არდანახვა შეიძლება?

ასევე დაგაინტერესებთ