დათო გორგილაძე – გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ – დღევა­ნდელ ­დღეს დავარქმევდი გამარჯვებაში ვარჯიშს

მე ამას დავარქმევდი გამარჯვებაში ვარჯიშს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, დავით გორგილაძემ მარშზე “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” განაცხადა.
მისი განმარტებით, არის გადამწყვეტი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.
“მგონია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ის კურსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანას აქვს არჩეული, შეუნარჩუნდება. 26 ოქტომბრის არჩევნები ჩვენთვის არის გადამწყვეტი, რომელსაც გნებავთ რეფერენდუმი დაარქვით ან რაც გნებავთ ის, მთავარია, რომ [ხალხმა] უარი უთხრას “ქართული ოცნების” ერთპიროვნულ მმართველობას და ხმა მისცეს კოალიციურ მთავრობას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი შევაგულიანოთ, დავინახოთ, რომ ბევრი ვართ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და ვუთხრათ, რომ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვართ”, – განაცხადა გორგილაძემ.
თბილისში მარში „საქართველო ირჩევს ევროპას“ მიმდინარეობს. მონაწილეები დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და ამ წუთებში მსველობით მიემართებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც მთავარი ღონისძიება და სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რატომ მოხდა ქართულის საგამოცდო პროგრამიდან რიგი ნაწარმოებების ამოღება, ისტორიის საგანზე კი ამტკიცებს, რომ “არც ერთი ის საკითხი, რაზეც ოპონენტები მიუთითებენ”, არ ამოუღიათ

ნათია მეზვრიშვილი – ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს, არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი – მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა

თინა ბოკუჩავა – რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როცა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს მიხეილ ყაველაშვილი