ბლოგერი დათო აბზიანიძე:
ფოტოკოლაჟზე ხედავთ ირანელ ქალებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად სიგარეტს უკიდებენ ირანის ისლამისტი დიქტატორის, ალი ხამენეის ალმოდებული პორტრეტიდან.
ირანელი აიათოლების რეჟიმი უკვე ათწლეულებია ირანელ ქალებს “შავი ფარდიდან” სახისა და თმის გამოჩენის გამო აწამებს, აუპატიურებს და ხოცავს.
უკვე ირანელ ხალხს ისე უჭირს, წყალსაც ვერ სვამს, მაგრამ მთელი ქვეყნის ნავთობის რესურსს ისლამისტური რეჟიმი ისრაელელი და ებრაელი ხალხის გენოციდის მოსაწყობად ხარჯავს, ბალისტიკურ და ბირთვულ პროგრამაში ჩაასხეს მთელი ქვეყნის სიმდიდრე, ხოლო ქვეყნის გარეთ ტერორიზმს აფინანსებნენ ამდენი წელია.
მარტო 1000-ზე მეტი პროტესტის მონაწილე აგერ გუშინ გაჟლიტა იარაღით აიათოლების რეჟიმმა.
და ერთი კითხვა იბადება — სად არიან დასავლელი “ფემინისტები” და “უფლებადამცველები”?
მდიდრულ ვეგანურ ლანჩებს ხო არ მიირთმევენ “გაეროს” სხდომებზე და იქიდან წყევლიან ამერიკასა და ისრაელს, რომ ირანში სიტუაციას გარედან ძაბავენ?
გრეტა ტუნბერგი სადაა? როდის დაძრავს თავის იალქნიან ნავს ირანისკენ?!
“Queers for Palestine” მაზოხისტი პერვერტები რას იქმიან, როცა უდანაშაულო ჰომოსექსუალ ხალხს ისლამისტური რეჟიმი ჯერ კასტრაციას უკეთებს და მერე საჯაროდ ახრჩობს?
თუ ჯერ “TikTok” ტრენდი არაა ირანელი ხალხისთვის “Free Free…” ჰეშთეგების მოფიქრება?
თავად “გაერო” სად გდია? ირანელი ხალხის ხოცვით არ ირღვევა “საერთაშორისო სამართალი”, რაზეც ბოლო დღეები ბღავიან კომუნისტი დიქტატორი მადუროს დაჭერაზე?
ქართველ პაციფისტ-სოციალისტთა ბანდა რას ამბობს, შარშან ზაფხულს რომ აიათოლების ბირთვული პროგრამის დაბომბვას გლოვობდნენ?
ღმერთს მადლობა, რომ ამერიკა და ისრაელი ის ორი სახელმწიფოა, რომელიც დიქტატორებისა და ტერორისტების თქვენნაირ სასარგებლო იდიოტებს არასდროს უსმენდა. იმედია, ამ უმძიმეს და უთანასწორო ბრძოლაში ირანელ ხალხს გარედან მეტად მიეხმარებიან და დაამხობინებენ ამ ბარბაროსულ და სატანისტურ რეჟიმს.
დიდება ირანელ ხალხს და გამარჯვება თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელ ქალებს!




