ბლოგერი დათო აბზიანიძე:
ეს ახალგაზრდა ქოცი ბიზნესმენი არ ისვენებს, დღეს კიდე ახალი ვიდეო ჩაუწერია და ამბობს: ჩემს ავტოშეკეთების ბიზნესს (CARU) რეალურად აწყობს ეს 6+ წლის მანქანების შემოყვანის შეზღუდვის კანონი მთავრობისგან, მე ხალხზე ზრუნვის გამო ვაპროტესტებ ამ კანონს გულწრფელადო! 
რა თქმა უნდა, ამჯერადაც ვირეშმაკობს, როგორც ყოველთვის. ახლა მოგიყვებით, როგორ გამდიდრდა ეს ტიპი ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული გადასახადებით. (ყველა ინფორმაციაზე ოფიციალურ წყაროებს დავლინკავ კომენტარებში).
ბატონმა ნიკა აბაშიძემ 2019 წელს საკუთარი ბიზნესის, CARU-ს, დასაფინანსებლად მიმართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზაციას, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ (GITA) და მისი ავტოშეკეთების კომპანიის „მოსახოდად“ მიიღო 100 000 ლარიანი გრანტი.
2020 წელს, კოვიდ პანდემიის დროს, ნიკამ დააარსა ახალი სტარტაპი “Typline”, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისევ 100 000 ლარით დაფინანსდა. სტარტაპი პოზიციონირებდა, როგორც „სამედიცინო რიგების მართვის პლატფორმა“. ვინმეს კოვიდის ან მას შემდეგ გსმენიათ, რომ ნიკა აბაშიძის “Typline”-მა აგარიდათ კლინიკებში რიგებს? — დიახ, ამაშია საქმე 
იცით, ასეთ ეფემერულ სტარტაპებს რამდენი ქმნის დღემდე GITA-სგან გრანტების ასაღებად? მოიგებენ ფულს და მერე ვითომ პროგრამისტებისა და დიზაინერების „ხელფასებში“ დაეხარჯათ. ასე გუგუნებს კორუფცია „ქართულ ჯიგრულ პონტში“.
2021 წლამდე ნიკამ CARU-სთვის მოგებული 100 000-იანი გრანტი დახარჯა და ისევ მიაკითხა GITA-ს, უკვე 300 000 ლარიანი გრანტის ასაღებად. დიახ, სამასი ათასი
— და მოიგო!
მოიცა, მთავარი წინაა 
2022 წელს უკვე ნიკამ მოტვინა, რომ ნამეტანი ბევრის ჩაჯიბვა გამოსდიოდა ბიუჯეტიდან, ხოდა მისი და (ანა აბაშიძე) წავიდა GITA-ში ახალი გრანტის ასაღებად. დამ დაარეგისტრირა კომპანია CARUsell და მოიგო 150 000 ლარიანი გრანტი.
რატომ ვარ დარწმუნებული, რომ მისი და გაუშვა ახალი გრანტის მოსაგებად და არაფორმალურად თავადაა ამ ბიზნესის მფლობელი? — როგორც კი დამ სახელმწიფოსგან გრანტი მოიგო, ინტერნეტგადაცემებში თავად დადიოდა ამ CARUsell პროდუქტის დასარეკლამებლად. ბოლო-ბოლო სახელს მაინც დააკვირდით, თუ ვინმეს ეჭვი გაგიჩნდებათ ჩემს ნათქვამში 
ანუ გამოდის, რომ ნიკა აბაშიძემ ჯამში 650 000 ლარი მოიგო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომ საკუთარი ბიზნესები „მოეხოდა“ და გამდიდრებულიყო.
ვინც ვერ ერკვევით, თუ როგორ მუშაობს ტექ ბიზნესში ინვესტორების დარწმუნება, YouTube-ში ჩაწერეთ “Shark Tank” და უყურეთ, რამდენი საფეხური და სტრესი უნდა გაიარო, რომ კაპიკი მაინც მოგცეს კერძო ინვესტორმა საკუთარი ჯიბიდან, მითუმეტეს ისეთი სარისკო ბიზნეს ინდუსტრიისთვის, როგორიც ტექ სფეროა. უკვე არსებული მზარდი შემოსავალი და ძლიერი ბიზნეს მოდელი თუ არ გაქვს, 10 000 დოლარსაც კი არავინ გაღირსებს და გამოგაპანჩურებს. თან 30%-ს მაინც აგახევს ბიზნესიდან, რომ ეგ მცირე ინვესტიცია გაღირსოს. მაგრამ ნიკა აბაშიძემ სრულიად ცარიელზე სახელმწიფოსგან იგებს და იგებს ინვესტიციებს!
ანუ მე და თქვენ ვწევდით იმ უდიდეს რისკს, რომ ამ როჟის ტექ სტარტაპები ჩვენი გადასახადებით დაგვეფინანსებინა. მაგრამ ჩვენ რა შეგხვდა მისგან სანაცვლოდ? — დეკემბერში როცა ქოცები ხალხს ქუჩაში სასტიკად უსწორდებოდნენ, ეს ტექ-სტარტაპერა იდგა და „ლინკდინზე“ პოსტავდა, მე ევროკავშირში საქართველოს შესვლა არ მინდაო, ნაცებს არ აყვეთო. (პოსტის სქრინი კომენტარებში)
იმიტომ წერდა ამას, რომ მის უხარისხო და ბანძ ბიზნესებს ევროპული კონკურენტები გამოუჩნდებოდნენ, ფასები დაბლა დაიწევდა და თავადაც ნაკლებ ფულს შეჭამდა მაღალ კონკურენციაში. ვეღარ ეყოლებოდათ ქოცებს თბილად შეფუთნული გრანტებით. ცეხავიკი დეპუტატი გოგი თოფაძის პარლამენტში გამოსვლები მახსენდება ამაზე, „ჰეინეკენის“ ლუდი არ შემოიყვანოთ საქართველოში, ჩემი „ყაზბეგი“ გამიკოტრდებაო 
ახლა დავუბრუნდეთ მთავარს, ვინც ვერ მიხვდით მის უკვე დღევანდელ ვირეშმაკობას
დღეს ხომ ჩაწერა ვიდეო, მე ძველი მანქანების გარემონეტებით ვაკეთებ ბიზნესს, რატო მაბრალებთ რო ეს კანონი მე რამით დამაზარალებსო? ხოდა კი, CARU მართლაც ძველი მანქანების გარემონტებით საზრდოობს, მააააგრამ ნიკა აბაშიძის დის სახელზე რეგისტრირებული CARUsell (მეორენაირად Carma), მუშაობს მანქანების უცხოეთიდან ჩამოყვანაზე! ასევე ნიკა აბაშიძეს აქვს შექმნილი მანქანების აუქციონი “Sellu” და ათამაშებს მანქანებს. ბიზნესის ენაზე ამას „დივერსიფიკაცია“ ჰქვია, რაც რისკისგან გაზღვევს. თქვენი აზრით, ძველი მანქანების გარემონტებით მეტი ფული შეიძლება იშოვოს ბიზნესმენმა თუ ახალი მანქანების იმპორტით? — ამაშია საქმე 
ქოცები მის მთავარ ბიზნესს მიადგნენ და არა იმ მეორად ბიზნესს, რომლითაც საჯაროდ პოზიციონირებს. ამიტომაც აკანკალდა და „პრინციპულობას“ თამაშობს ახალგაზრდა ცეხავიკი 




