ბლოგერი დათო აბზიანიძე:
ერთწამს წარმოიდგინეთ!
აქციაზე ერთხელ დადგომისთვის, 13-წლიანი ერთგულად მომუშავე საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები გამოყარეს ქოცებმა 800-ლარიანი სამსახურებიდან. უბრალოდ ოჯახის წევრი დაინახეს სახის ამომცნობ კამერაში და მთელი ოჯახი ჩახსნეს სამსახურებიდან, საჭმლის ფული არ დაუტოვეს ქოცებმა.
პარალელურად, მთელი წელია, სოციალისტი ვახუშტი მენაბდე ოპოზიციურ მოძრაობას (თუ პარტიას) ქმნის, ყოველდღიურად „ცეცხლი ოლიგარქიას“ ყვირის ქუჩებში, მაგრამ თან მთელი მისი ოჯახის მონოპოლია გურიის ბეტონის მულტიმილიონიან ბიზნესზე იზრდება და იზრდება.
ვისაც ეს პარალელი ვახუშტი მენაბდის „ოპოზიციურ“ პერსონაჟში ოდნავ მაინც არ გაეჭვებთ, რავი მაშინ, უწმინდეთ ახლა და იყავით. სადაც ამდენი წელი ხელი აფარეთ პრინციპულმა სოციალისტმა პადრუგებმა, არც ახლა გაგიჭირდებათ