დათვი, რომელიც სოფელ იფნარის ტყეში ჯაჭვით დაბმული ნახეს თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს

დათვი, რომელიც სოფელ იფნარის ტყეში ჯაჭვით დაბმული ნახეს თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს, მათ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარაში დათვი ჯაჭვით ხეზე დაბმული ნახეს. ცხოველთა დამცველების მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეოზე ჩანს, რომ ცხოველი მძიმე მდგომარეობაშია.
ინფორმაცია დათვის შესახებ თავდაპირველად გორში მცხოვრებმა თამუნა გოგალაძემ გაავრცელა. იგი დახმარებას ითხოვდა და განცხადებით მიმართა როგორც შს სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვით სამინისტროს, რომელთა დაქვემდებარებაშია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
თამუნა გოგალაძის ცნობით, ტერიტორია, სადაც დათვია დაბმული, წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას, ხოლო ცხოველი ბელობის დროს არის დაბმული, დათვს მარყუჟმა ყელის და კისრის არეში დაზიანებები მიაყენა.
,,ნაკრძალის რეინჯერი მიმტკიცებს, რომ დათვი ბრაკონიერების მიერ დაბმულ ხაფანგში გაება, წამოიყვანა და გადარჩენას ცდილობს, თან ამბობს რომ ზამთარში დათვებს სძინავთ და რომ გაუშვას, მგლის ლუკმა გახდება. კითხვა: ყელგადახსნილ დათვს ისევ ყელზე უკეთებ მარყუჟს ისე, რომ ლამის დაიხრჩოს? რატომ არ განაცხადეს ამ ფაქტის შესახებ?” – კითხულობს ცხოველთა დამცველი.
,,ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს უახლოეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დათვი ზოოპარკში გადაიყვანეს:
,,🤝❤️ დათვი რომელიც გორის მუნიციპალიტეტში სოფელ იფნარის ტყეში ჯაჭვით დაბმული ნახეს თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს – ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა უფლებათა დამცველი მარინა ბერსენაძე ავრცელებს. 🤝”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ანა ნაცვლიშვილი – 26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს