დაზღვეული საბანკო დეპოზიტების მოცულობა 10.1 მლრდ ლარია

დაზღვეული საბანკო დეპოზიტების მოცულობა 10.1 მლრდ ლარია
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში, რომელსაც კომერციული ბანკები ყოველთვიურ მოსაკრებლებს უხდიან, 2024 წლის ივლისს ბანკების სადაზღვევო შენატანებმა 5.6 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა აგვისტოში დაფარეს.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ბანკებისგან მიღებულ შენატანებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებს. არსებული მდგომარეობით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,144,014,175 ლარს შეადგენს.
„2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 57,268,244,272 ლარს შეადგენს.
მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 29,547,429,700 ლარია (ეროვნულ ვალუტაში – 10,796,777,236 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 18,750,652,464 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების – 27,720,814,571 ლარი (ეროვნულ ვალუტაში – 18,138,568,789 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 9,582,245,782 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,144,014,175 ლარს შეადგენს.
ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,153,874,375 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,763,066,795 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში – 4,390,807,581 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები – 990,139,800 ლარია (ეროვნულ ვალუტაში – 703,469,697 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 286,670,103 ლარის ეკვივალენტი)“, – ნათქვამია განცხადებაში.