დაზიანებული ენერგეტიკული კაბელის EstLink 2–ის რემონტი 2025 წლის აგვისტომდე გაგრძელდება

ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი ენერგეტიკული კაბელის EstLink 2–ის რემონტი 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება – ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება ფინური ოპერატორის Fingrid-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მან 26 დეკემბერს Nord Pool-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა.
საინფორმაციო შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ EstLink 2-ის სარემონტო სამუშაოები დაუგეგმავია და გაგრძელდება შვიდ თვეზე მეტხანს – 2024 წლის 25 დეკემბრიდან 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით.